Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პეკინის ქუჩაზე დღეს ველორბოლა გაიმართება
ambebi.ge
22 September 2017, 10:20
პეკინის ქუჩაზე დღეს, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ველორბოლას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ველორბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, ესტონეთის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა საელჩოების წარმომადგენლები, საჯარო პირები, ველომოყვარულები.

"საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე" 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით.

დღის მთავარი მოწოდებაა - მოქალაქეებმა ერთი Advertisement დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი - ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.

თბილისში ველოგარბენი დაიწყება პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, მრბოლელთა ნაკადი გააგრძელებს სვლას ყაზბეგის გამზირზე და დაასრულებს გარბენს კვლავ პეკინისა და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

ველორბოლა პეკინის ქუჩაზე, 22 სექტემბერს, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე გაიმართება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი